“რივერის” 21 წლის გულშემატკივარი “ბოკას” ორმა ფანმა იმის გამო მოკლა, რომ გამარჯვებას ზეიმობდა

ტრაგედია მოხდა არგენტინის ერთ-ერთ პროვინციაში. “ბოკა ხუნიორს”-ის 2 ფანმა, “რივერ პლეიტის” 21 წლის გულშემატკივარი მოკლა.- ამის შესახებ ინფორმაციას elperiodicomediterraneo.com-ი ავრცელებს.

“არგენტინის პროვინციის ქალაქ პოსადაში “ბოკა ხუნიორს”-ის  2 ფანმა 21 წლის ეზეკიელ აარონ ნერისი იმის გამო მოკლა, რომ “რივერ პლეიტის”  “კოპა ლიბერტა დორესის” თასის ფინალში გამარჯვებას ზეიმობდა.

გარდაცვლილის დედის, ლუსი რამონა ნერისის თქმით, მისი დაჭრილი შვილი უმძიმეს მდგომარეობაში მეგობრის სახლში მიიყვანეს, იქიდან კი რენე ფავალოროს საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე საათში გარდაიცვალა.

“მან ოპერაცია გაიკეთა. მას ერთ ფეხში 3 ლურსმანი ჰქონდა, რამდენიმე თვის წინ მოტოციკლიდან გადმოვარდა. ისინი უთვალთვალებდნენ, თუმცა ის ძლივს დადიოდა. მათ დაჭრეს ჩემი შვილი როგორ უმწეო ძაღლი”, – განაცხადა გარდაცვლილის დედამ გამოცემა Diario de Misiones ‘-სთან.

სავარაუდოდ ჭრილობა მარცხენა ფეხზე მიაყენეს, სადაც რამდენიმე თვის წინ ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული.

“მე მათ მომკლეს იმიტომ, რომ “რივერის” ფანი ვარ და იმიტომ, რომ გამარჯვებას ვზეიმობდი” – უთხრა დედას ეზეკიელმა სიკვდილის წინ.

პოლიციამ უკვე ამოიცნო “ბოკა ხუნიორს”-ის ფანი 2 მამაკაცი, რომელიც 21 წლის ეზეკიელის მკვლელობაშია ბრალდებული”, – წერს elperiodicomediterraneo.com-ი.

მასალა მოამზადა ირმა მესხიამ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად