“რიქსოსის” 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო ხვალ გაიხსნება

5-ვარსკვლავიან სასტუმრო კომპლექსს ლიკანში ხვალ პრემიერ-მინისტრი გახსნის.

სასტუმროს 9 სართულზე 151 ნომერია განთავსებული.

კომპლექსი დასვენებისთვის აუცილებელი თანამედროვე ინფრასტრუქტურით არის აღჭურვილი და საკონფერენციო დარბაზებს, ჩოგბურთისა და ფეხბურთის სათამაშო მოედნებს, საცურაო აუზს და სატრენაჟორო დარბაზს მოიცავს.

კომპლექსი საპარტნიორო ფონდის და ყაზახური კომპანია “ყაზმუნაიგაზის“ ერთობლივი ინვესტიციით აშენდა და მისი ჯამური ღირებულება 48 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა პროექტში კაპიტალის 50%-ია.

საპარტნიორო ფონდის ახალ მენეჯმენტს პროექტი შეჩერებული დახვდა. ახალმა მენეჯმენტმა პროექტის დასასრულებლად დაიწყო მოლაპარაკებები, რის შედეგადაც უზრუნველყოფილ იქნა მშენებლობის შეუფერხებელი პროცესი.

მშენებლობის დროს ობიექტზე 600-მდე ადგილობრივი მუშაობდა. ამჟამად, „რიქსოს ბორჯომმა“ მუდმივ შტატში 200 ადამიანი აიყვანა და დასაქმებულთა რიცხვის გაზრდას გეგმავს.

სასტუმრო კომპლექსის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე, ნავთობკომპანია "ყაზტრანს ოილ"-ის დირექტორი კაბილდინ კაიერგელდი და ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ერმუჰამეტ ერტისბაევი დაესწრებიან.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...