რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

16 აპრილიდან 30 აპრილამდე რიყე – ნარიყალას საბაგირო გზა მგზავრებს ვერ მოემსახურება. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარდება რეგლამეტით გათვალისწინებული, ექსპლუატაციის ინსტრუქციისა და ევროპული ნორმების შესაბამისი სამუშაოები, რომელიც ყოველი 22 500 ნამუშევარი საათის შემდეგ ხორციელდება.

სამუშაოებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად, კომპანია "ლეიტნერის" სპეციალისტები აწარმოებენ.

ამ პერიოდში კუს ტბის საბაგირო გზა ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...