რიოს თამაშებზე წასული ამერიკელი კალათბურთელები შეცდომით საროსკიპოში მოხვდნენ

რიო 2016 -ის ოლიმპიურ თამაშებზე  ჩასული აშშ-ს კალათბურთის ნაკრების წევრები: დემარკუს კაზენსი, დეანდრე ჯორდანი, დემარ დეროუზანი რიო დე ჟანეიროში შეცდომით საროსკიპოში მოხვდნენ.

როგორც გამომცემლობა "ტელეგრაფი" იუწყება, სპორტსმენებმა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ სპა სალონის ნაცვლად საროსკიპოში მოხვდნენ, სწრაფად დატოვეს იქაურობა.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე, ამერიკის კალათბურთელთა ოლიმპიური ნაკრები, ა ჯგუფში ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად