რიოს ოლიმპიური თამაშების 19 აგვისტოს განრიგი

რიოს ოლიმპიადა დაიწყო. სპორტსმენები სპორტის 28 სახეობის 41 დისციპლინაში შეეცდებიან მედლების მპოვებას. საქართველოს სახელით სპორტის 13 სახეობის 40 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სარეკორდოა.

19 აგვისტოს სპორტსმენები სპორტის 19 სახეობაში იასპარეზებენ. "აიპრესი" გთავაზობთ 19 აგვისტოს განრიგს.

მძლეოსნობაში თბილისის დროით 15:00 საათზე დაიწყება და 05:35 საათამდე გაგრძელდება.

ბადმინტონში შეხვედრები თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება და 18:50 საათამდე გაგრძელდება.

კალათბურთში ნახევარფინალური შეხვედრები ქალთა შორის გაიმართება. 22:30 საათზე ესპანეთის ნაკრები აშშ-ს დაუპირისპირდება, ხოლო 02:00 საათზე ავსტრალიისა და სერბეთის ნაკრებების დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

კრივში შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება და 23:00 საათამდე გაგრძელდება.

კანოე სპრინტში შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და 17:59 საათამდე გაგრძელდება.

ველოსპორტში (BMX) შეხვედრები თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

წყალში ხტომაში კაცთა შორის შეჯიბრი თბილისის დროით 23:00 საათზე.

გოლფში ქალთა შორის მესამე რაუნდი თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყება.

ცხენოსნობაში A ჯგუფის ფინალი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ხოლო B ჯგუფის, მედლებისთვის ბრძოლა 20:30 საათზე.

ფეხბურთში ქალთა შორის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა ბრაზილიასა და კანადას შორის თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ფინალური შეხვედრა შვედეთსა და გერმანიას შორის კი 00:30 საათზე დაიწყება.

ხელბურთში კაცთა შორის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. პირველი შეხვედრა ჰოლანდიასა და საფრანგეთს შორის თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება, ხოლო შეხვედრა დანიასა და პოლონეთს შორის 03:30 საათზე.

ბალახის ჰოკეიში ქალთა შორის ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა ახალ ზელანდიასა და გერმანიას შორის თბილისის დროით 19:00 საათიდან გაიმართება, ხოლო ფინალური შეხვედრა ბრიტანეთსა და ჰოლანდიას შორის 00:00 საათზე დაიწყება.

თანამედროვე ხუთჭიდში ქალთა შორის შეჯიბრი გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მხატვრულ ტანვარჯიშში შეჯიბრებები თბილისის დროით 17:20 საათზე დაიწყება. შეჯიბრში მონაწილეობას ქართველი ოლიმპიელი სალომე ფაჟავა მიიღებს მონაწილეობას. პირველი ვარჯიში 17:20 საათზე დაიწყება, მეორე – 18:50 საათზე, მესამე – 21:50 საათზე, მეოთხე – 23:20 საათზე.

სინქრონულ ცურვაში შეჯიბრი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ტაიკვანდოში საკვალიფიკაციო შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. ფინალური ბლოკი კი 03:00 საათიდან დაიწყება.

ფრენბურთში კაცთა შორის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება. პირველი შეხვედრა იტალიასა და აშშ-ს შორის თბილსის დროით 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო რუსეთსა და ბრაზილიას შორის –  05:15 საათზე.

წყალბურთში შეხვედრები ქალთა შორის თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება და 22:30 საათამდე გაგრძელდება.

თავისუფალ ჭიდაობაში საკვალიფიკაციო შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ფინალური შეხვედრები კი 23:00 საათიდან დაიწყება. საქართველოს სახელით ქართველი მოჭიდავეები 57 კგ. წონით კატეგორიაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და 74 კგ. წონით კატეგორიაში იაკობ მაქარაშვილი იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...