რიოს ოლიმპიური თამაშების 15 აგვისტოს განრიგი

რიოს ოლიმპიადა დაიწყო. სპორტსმენები სპორტის 28 სახეობის 41 დისციპლინაში შეეცდებიან მედლების მპოვებას. საქართველოს სახელით სპორტის 13 სახეობის 40 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სარეკორდოა.

15 აგვისტოს სპორტსმენები სპორტის 20 სახეობაში იასპარეზებენ. "აიპრესი" გთავაზობთ 15 აგვისტოს განრიგს.

სპორტულ ტანვარჯიშში ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მძლეოსნობაში თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება და 05:45 საათამდე გაგრძელდება. სამხტომში იასპარეზებს ქართველი ოლიმპიელი ლაშა თორღვაიძე.

ბადმინტონში შეხვედრები თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება და 04:30 საათამდე გაგრძელდება.

კალათბურთში ჯგუფური ეტაპის შეხვედრები მამაკაცთა შორის გაიმართება. თბილისის დროით 21:15 საათზე გაიმრთება შეხვედრები ნიგერიის ნაკრებსა და ბრაზილიას შორის.  02:00 საათზე შეხვედრა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გაიმართება. 05:30 საათზე ლიტვისა და ხორვატიის ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ქვიშის ფრენბურთში მეოთხედფინალური შეხვედრები გამართება.

კრივში შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და 02:15 საათამდე გაგრძელდება.

კანოე სპრინტში შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება და 18:29 საათამდე გაგრძელდება.

ველოტრეკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

წყალში ხტომაში შეჯიბრი თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

ხელბურთში კაცთა შორის ჯგუფური ეტაპების შეხვედრები თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება და 04:50 საათამდე გაგრძელდება.

ბალახის ჰოკეიში ქალთა შორის მეოთხედფინალური შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება.

მარათონულ ცურვაში ქალთა შორის შეჯიბრი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

აფროსნობაში შეჯიბრებები თბილისის დროით 20:05 საათიდან დაიწყება.

სინქრონულ ცურვაში შეჯიბრი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მაგიდის ჩოგბურთში ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება.

ფრენბურთში კაცთა შორის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება, რომელიც თბილსის დროით 16:30 საათზე დაიწყება და 05:35 საათამდე გაგრძელდება.

წყალბურთში მეოთხედფინალური შეხვედრები ქალთა შორის თბილისის დროით 21:10 საათიდან დაიწყება და 02:40 საათამდე გაგრძელდება.

ძალოსნობაში შეჯიბრი კაცთა შორის 105 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართება, სადაც საქართველოს სახელს გიორგი ჩხეიძე დაიცავს. A ჯგუფის შეხვედრები თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება, ხოლო B ჯგუფის 02:00 საათზე.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საკვალიფიკაციო შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ფინალური შეხვედრები კი 23:00 საათიდან დაიწყება. ჭიდაობაში საქართველოს წარმომადგენლები, 85 კგ. წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი იქნება, რომელიც პირველ შეხვედრას მექსიკელი ალფონსო იაპესის წინააღმდეგ გამართავს. 130 კგ. წონით კატეგორიაში კი საქართველოს წარმომადგენელი იაკობ ქაჯაია იქნება, რომელიც პირველ შეხვედრაში ბრაზილიელ ედუარდ სოგომონიანს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...