რიოს ოლიმპიური თამაშების 14 აგვისტოს განრიგი

რიოს ოლიმპიადა დაიწყო. სპორტსმენები სპორტის 28 სახეობის 41 დისციპლინაში შეეცდებიან მედლების მპოვებას. საქართველოს სახელით სპორტის 13 სახეობის 40 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სარეკორდოა.

14 აგვისტოს სპორტსმენები სპორტის 22 სახეობაში იასპარეზებენ. "აიპრესი" გთავაზობთ 14 აგვისტოს განრიგს.

სპორტულ ტანვარჯიშში ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მძლეოსნობაში თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება და 05:25 საათამდე გაგრძელდება.

ბადმინტონში შეხვედრები თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება და 04:05 საათამდე გაგრძელდება.

კალათბურთში ჯგუფური ეტაპის შეხვედრები ქალთა და მამაკაცთა შორის გაიმართება. თბილისის დროით 19:15 საათზე ჩინეთის ქალთა ნაკრები აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდება. 21:15 საათზე გაიმრთება შეხვედრები აშშ-ის კაცთა ნაკრებსა და საფრანგეთს შორის. 22:30 საათზე ქალთა შორის სენეგალი და სერბეთი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. 00:45 საათზე ესპანეთის ქალთა ნაკრები კანადას დაუპირისპირდება. 02:00 საათზე კაცთა შორის შეხვედრა ავსტრალიასა და ვენესუელას  ნაკრებებს შორის გაიმართება. 05:30 საათზე სერბეთისა და ჩინეთის კაცთა ნაკრებები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.

ქვიშის ფრენბურთში მეოთხედფინალური შეხვედრები გამართება.

კრივში შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება და 03:00 საათამდე გაგრძელდება.

ველოტრეკი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და 02:15 საათამდე გაგრძელდება.

წყალში ხტომაში ფინალური შეჯიბრი ქალთა შორის თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ფარიკაობაში საკვალიფიკაციო ეტაპები თბილისის დროით 16:00 საათიდან დაიწყება, ფინალური შეხვედრები კი 00:00 საათზე.

გოლფის კაცთა შორის მეოთხე, ფინალური რაუნდის შეხვედრები თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

ხელბურთში ქალთა შორის ჯგუფური ეტაპების შეხვედრები თბილისის დროით 16:30 საათზე დაიწყება და 04:50 საათამდე გაგრძელდება.

ბალახის ჰოკეიში კაცთა შორის მეოთხედფინალური შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება.

აფროსნობაში შეჯიბრებები თბილისის დროით 20:05 საათიდან დაიწყება.

ტყვიის სროლაში სავალიფიკაციო ეტაპი თბილისის დროით 16:00 საათიდან დაიწყება, ხოლო ფინალური შეხვედრები 20:00 საათიდან.

სინქრონულ ცურვაში შეჯიბრი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მაგიდის ჩოგბურთში შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათიდან დაიწყება.

ასევე გაიმართება შეჯიბრი ჩოგბურთელთა წყვილთა თანრიგისა და კაცთა შორის ფინალური შეხვედრები.~

ფრენბურთში ქალთა შორის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართება, რომელიც თბილსის დროით 16:30 საათზე დაიწყება და 05:35 საათამდე გაგრძელდება.

წყალბურთში ჯგუფური ეტაპის შეხვედრები კაცთა შორის თბილისის დროით 19:50 საათიდან დაიწყება და 03:50 საათამდე გაგრძელდება.

ძალოსნობაში შეჯიბრი ქალთა შორის +75 კგ. წონით კატეგორიაში გაიმართება, სადაც საქართველოს სახელს ანასტასია გოტფრიდი დაიცავს. საკვალიფიკაციო ეტაპები თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება, ხოლო ფინალური შეხვედრები 02:00 საათზე.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საკვალიფიკაციო შეხვედრები თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება, ფინალური შეხვედრები კი 23:00 საათიდან დაიწყება. ჭიდაობაში საქართველოს პირველი წარმომადგენელი, ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...