რიოს ოლიმპიადამდე დარჩა 23 დღე – გაიცანით ჩვენი ლიცენზიანტები – მძლეოსნობა

2016 წლის ზაფხულის ოლიმპიადამდე სულ ცოტა დრო რჩება. საქართველოს სახელით კი ამ ეტაპზე მოპოვებული ლიცენზიებით 39 სპორტსმენი წარსდგება. ვინ არიან ქართველი ლიცენზიანტები, „აიპრესი“ რუბრიკაში „გაიცანით ჩვენი ლიცენზიანტები“ შემოგთავაზებთ.

„აიპრესის“ რუბრიკის მერვე ლიცენზიანტები მძლეოსნები არიან.

მძლეოსნობაში საქართველოს 5 წარმომადგენელი ეყოლება.

რიოს 2016 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები დავით ხარაზიშვილმა, მარათონში, ბაჩანა ხორავამ, სიგრძეზე ხტომაში, ბენიკ აბრამიანმა, ბირთვის კვრაში, ლაშა თორღვაიძემ, სამმაგ ხტომაში ვალენტინა ლიაშენკომ, სიმაღლეში ხტომაში მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ ძალოსნობაში ჯერ კიდევ დარჩა ლიცენზიების მოპოვების შანსი, საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს შესაძლოა კიდევ შეემატნონ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...