“რიონის ხეობის მცვლებმა” ხეობისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი კარავი გაშალეს

რიონის ხეობისკენ შემოვლითი გზა მწვანეყვავილას ქუჩის ბოლოდან იწყება.

ვარლამ გოლეთიანის თქმით,ეს არის ვიწრო გზა,საიდანაც ტექნიკის შეყვანას “ენკა” ვერ შეძლებს,თუმცა მსუბუქ ავტომანქანებს გავლა თავისუფლად შეუძლიათ.

როგორც გოლეთიანი ამბობს,ახალ ლოკაციაზე მორიგეობის სურვილი ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გამოთქვეს და კარავიც საკუთარი ძალებით გაშალეს. ამ ეტაპზე კარავი სამ ლოკაციაზეა გაშლილი-გუმათჰესთან,კომპანია “ენკას”ოფისთან და ახალ ადგილას,მწვანეყვავილას ქუჩის დასასრულს.”რიონის ხეობის მცველები” ნამოხვანისკენ “ენკას” მძიმე ტექნიკას და მანქანებს არ უშვებენ. .

კომენტარები
იტვირთება...