“რიონის ხეობის მცველები” სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ

მოსამართლე თათია გოგოლაურის გადაწყვეტილებით
ირაკლი მუგბანიანსა და დავით ხუციშვილს
აღკვეთის ღინისძიება პატიმრობა შეეცვალათ. საქმის განხილვა კი გაგრძელდება.

ამის შესახებ ინფორმი ,,აიპრესს” დაკავებულთა ინტერესების დამცველმა არჩილ ნიჟარაძემ მიაწოდა.

,,ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თათია გოგოლაურმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა რიონის ხეობის მცველების ირაკლო მუგბანიანისა და დავით ხუციშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ. ორივე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. ირაკლი მუგბანიანსა და დავით ხუციშვილს გამოძიება პოლიციელზე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას თავდასხმას ედავება. აღნიშნული ინციდენტი გუმათში , რიონის ხეობის დაცვის მიზნით გამართულ აქციაზე მოხდა.”-განაცხადა
არჩილ ნიჟარაძემ.

კომენტარები
იტვირთება...