„რიონის ხეობის მცველები“ პრაიდის წინააღმდეგ აქციაზე დასასწრებად თბილისში მოდიან

თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე რიონის ხეობის მცველები, საპატრიარქოს განცხადების გამო გამოდიან. მათი თქმით, ისინი აპირებენ დაესწრონ დაგეგმილ პარაკლისს. 

პრაიდის კონტრაქციას მოძრაობის ლიდერები – ვარლამ გოლეთიანი და მაკა სულაძეც შეუერთდებიან. 

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მარიტა მუსელიანმა publika.ge-ს მიაწოდა. 

„ჩვენ როგორც მართლმადიდებელი მრევლი და ხალხი, რომელთაც აქვს პრაიდთან დაკავშირებით გამოხატული წერილობითი პოზიცია, მივდივართ ამ პოზიციის დასადასტურებლად“, – აცხადებს მუსელიანი. 

კომენტარები
იტვირთება...