„რიონის ხეობის მცველები“ ისევ ხელისუფლების პასუხის მოლოდინში არიან

მათი თქმით პასუხს ყველაზე გვიან პარასკევს ელოდებიან. როგორც მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის” წარმომადგენელი ვარლამ გოლეთიანი აღნიშნავს, უთხრეს, რომ მათ მიერ დაყენებული სამი მოთხოვნის განხილვა პრემიერის ავადმყოფობის გამო მანამდე ვერ მოხერხდა.

ვარლამ გოლეთიანის თქმით, უნდა შეწყდეს სამუშაოები ხეობაში, მოიხსნას ბლოკპოსტი გუმათჰესთან და მათ მიეცეთ სოფელ ნამოხვანში, პროტესტის ძირითად ადგილზე მისვლის საშუალება.

კომენტარები
იტვირთება...