რიო-დე-ჟანეიროში პოლიციის მიერ ნარკომოვაჭრეთა წინააღმდეგ განხორციელებული რეიდის დროს 25 კაცი დაიღუპა (ვიდეო)

რიო-დე-ჟანეიროს პოლიციის ცნობით, ნარკომოვაჭრების წინააღმდე პოლიციის მიერ განხორციელებული რეიდის დროს არანაკლებ 25 კაცია დაღუპული

რიო-დე-ჟანეიროს ჟაკერეზინიოს კვარტლის ჯურღმულებში პოლიციის მიერ ნარკომოვაჭრეების წინააღმდეგ განხორციელებული რეიდის დროს, რიო-დე-ჟანეიროს პოლიციის ცნობით, 25 კაცია დაღუპული.

დაღუპულთა შორისაა რეიდის მონაწილე 1 პოლიციელი. ბანდის წევრების დევნის დროს მძიმედ დაჭრილი 2 მოქალაქის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და ექიმების ვარაუდით, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

პოლიციის განცხადებით, ჟაკერზინიოში დაღუპულთა შორის არიან ნარკოვაჭრეთა ბანდის ლიდერები. მათი თქმით, დაპატიმრებულია ბანდის 10 წევრი.

ბრაზილიაში დამნაშავეთა ბანდის წინააღმდეგ მიმართული რეიდის დროს დაღუპულთა მაქსიმალური რაოდენობა დღემდე 19 კაცი იყო. დამნაშავეთა ბანდის ამდენი წევრი 2007 წელს რიო-დე-ჟანეიროს ალემაოს რაიონის ჯურღმულებში მოწყობილ პოლიციის სპეცოპერაციის დროს დაიღუპა.

კომენტარები
იტვირთება...