რინგო სტარსა და ჯგუფ Bee Gees-ის თანადამაარსებელ ბარი გიბს რაინდის ტიტული მიენიჭათ

The Beatles-ის დრამერს რინგო სტარსა და ჯგუფ Bee Gees-ის თანადამაარსებელ ბარი გიბს რაინდის ტიტული მიენიჭათ. ამის შესახებ BBC წერს.

რინგო სტარი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი რიჩარდ სტარკია, ჯგუფის ბოლო წევრია, რომელსაც რაინდის ტიტული მიენიჭა. 20 წლის წინ კი ჯგუფის წევრ პოლ მაკარტნისაც მიანიჭეს ანალოგიური წოდება. როგორც ჯგუფის სხვა დანარჩენ წევრებს, რინგო სტარსაც ტიტული მუსიკაში შეტანილი წვლილის გამო მიენიჭა.

"ეს ძალიან დიდი პატივი და სიამოვნებაა, როდესაც მაღიარებენ ჩემი მუსიკისა და ქველმოქმედებაში შეტანილი წვლილის გამო – ეს ორივე ჩემი საყვარელი საქმიანობაა, რაც მე მიყვარს", – აცხადებს მუსიკოსი.

ბარი გიბს აღნიშნული წოდება აგრეთვე ქველმოქმედებისა და მუსიკალური მიღწევების გამო მიენიჭა. მუსიკოსმა აგრეთვე განაცხადა, რომ ჯგუფის დანარჩენი წევრებიც იმსახურებენ ანალოგიურს.

"ეს ისევე ეკუთვნის მათ, როგორც მე", – აცხადებს გიბსი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად