რიმა ბერაძემ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახს საჩუქრად მაცივარი გადასცა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ სულთანიშვილების ოჯახს საჩუქრად მაცივარი გადასცა.

საკრებულოს წევრმა, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ოჯახი პირადად მოინახულა და მაცივართან ერთად საკვები პროდუქტებიც მიუტანა.

როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, ოჯახში ორი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, რომელთა დედაც მეორე ჯგუფის ინვალიდია.

„ამგვარი სახის დახმარება სულთანიშვილების ოჯახში მცხოვრები ბავშვებისთვის აუცილებელი იყო. იმ ადამიანების გვერდში დგომა, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება, ჩვენი მთავარი ამონაცაა და მათ თანადგომას ჩვენი გუნდის წევრებთან ერთად მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ“, –  განაცხადა რიმა ბერაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად