რიმა ბერაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ, რაიონის გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე, რომელსაც პ.სააკაძის #19-ში მდებარე ავარიულ შენობაში მცხოვრები ოჯახები ესწრებოდნენ, მათი ახალი საცხოვრებლით დაკმაყოფილების საკითხი განიხილეს. რიმა ბერაძის განცხადებით, აღნიშნულ მისამართზე, გაუსაძლის პირობებში 170 ოჯახი ცხოვრობს და უახლოეს პერიოდში მათთვის ახალი კორპუსი, კაპანაძის #4-ში აშენდება.
„პ.სააკაძის #19 მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებლით დაკმაყოფილება ჩვენთვის პრიორიტეტული საკითხია, რადგან 170-მდე ოჯახი მძიმე პირობებში ცხოვრობს. სამხარაულის ბიუროს მიერ არის დადგენილი, რომ შენობა საცხოვრებლად გამოუსადეგარია. დღეს ჩვენ განაშენიანების რეგულირების გეგმის დეტალები შევათანხმეთ. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება, ამის შემდეგ ინვესტორის მოსაძიებლად ტენდერი გამოცხადდება და გამარჯვებული კომპანია აღნიშნული პროექტის განხორციელებას დაიწყებს“- განაცხადა რიმა ბერაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად