რიკოთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვები დაწესდა

დიდთოვლობისა და უხვი ნალექის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ135–კმ156 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შეზღუდვა, ასევე, მოქმედებს ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ73 (ტყიბული-ამბროლაური) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სტიქიის გამო, მოძრაობა ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარზე, გუდაური-კობის, მლეთა-ფასანაურის მონაკვეთებზე აიკრძალა, სადაც ასობით მოქალაქე გზის გაწმენდას უკვე მესამე დღეა ელოდება. პრობლემები ასევე შეიქმნა მესტია-ზუგდიდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, თუმცა გზის გაწმენდა დაახლოებით 1 დღის განმავლობაში მოხერხდა, მოძრაობა აღდგა ასევე ლენტეხის მიმართულებით. ამ დროისთვის შეუძლებელია გადაადგილება მესტია-უშგულის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...