რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე დაშავებული თანამშრომლის მდგომარეობა სტაბილურია

ის ქუთაისში ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ჩატარებული მკურნალობის ფონზე აღინიშნება დადებითი დინამიკა. დაშავებულს გულმკერდის მეთორმეტე მალის მოტეხილობა აქვს, რის გამოც საჭიროებს ოპერაციულ ჩარევას.

დაშავებული იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ მოინახულა.

შემთხვევა 14 თებერვალს მოხდა. სოფელ უბისაში მდებარე რიკოთის საუღელტეხილო გზის, უბისა-შორაპანის მონაკვეთის მშენებელი კომპანიის საამქროს თუნუქის სახურავი ჩამოიშალა, რის შედეგადაც რამდენიმე მუშა დაშავდა.

ჩინეთის ერთმა მოქალაქემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო, 64 წლის მამაკაცი კი ქუთაისის ინტერვენციულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად