“რიკოთი-არგვეთის მონაკვეთი შესაძლოა იყოს ფასიანი, თუ იქნება ალტერნატიული გზა”

რიკოთი-არგვეთის მაგისტრალის დაფინანსების საკითხი განიხილა დღეს ქართულმა მხარემ დონორებთან. როგორც ცნობილი გახდა მაგისტრალი შესაძლოა იყოს ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი იქნება ალტერნატიული გზა.

„რომ როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე დასავლეთ საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს გზების მშენებლობა და ამ ყველაზე რთულ მონაკვეთზე არის სერიოზული პრობლემები. ამიტომ განიხილება რამდენიმე ვარიანტი. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გზა მნიშვნელოვნად შეამოკლებს როგორც მანძილს ხაშურსა და ზესტაფონს შორის, ასევე დროს. ამავე დროს, განიხილება სხვადასხვა ვარიანტი. მათ შორის, ვარიანტი იმის შესახებ, რომ გზა შეიძლება იყოს ფასიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ალტერნატიული გზები. სხვა შემთხვევაში ეს ვარიანტი არ განიხილება”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ხდება მთლიანი საგარეო ტვირთების 60%-ზე მეტის გადაზიდვა. ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავემ, რომ აღნიშნული მაგისტრალის გაუმჯობესება უმნიშვნელოვანესია საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ჰაბად გარდაქმნისთვის. აღნიშნული ხელს შეუწყობს სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას ერთის მხრივ, ცენტრალურ აზიასა და შორეულ აღმოსავლეთს შორის, ხოლო მეორეს მხრივ – თურქეთსა და ევროპას შორის. საქართველოს მთავრობა პროექტის დასრულებას  2020 წელს გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად