რიგის ყოფილი მერი ევროპარლამენტში აირჩიეს

ევროპარლამენტში რიგის ყოფილი მერი ნილ უშაკოვი აირჩიეს. ის პარტია „შეთანხმებას“ ხელმძღვანელობდა. ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების შედეგებით გახდა ცნობილი.

ნილ უშკოვის პარტიამ ორი მანდატი მიიღო. მეორე მათგანი რიგის ყოფილ ვიცე-მერს, ანდრის ამერიკსუს ეკუთვნის.

ნილ უშაკოვი რიგის მერი 2009 წელს გახდა. მას შემდეგ ის აღნიშნულ თანამდებობაზე ორჯერ აირჩიეს. ამა წლის თებერვალში უშაკოვი ქრთამის აღებაში დაადაშაულეს. მასთან ერთად ასევე ეჭვმიტანილები რიგის საკრებულოსa და მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლები იყვნენ.
გამომძიებლების განცხადებით, მათ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანიებისგან ქრთამის სახით 800 000 ევრო აიღეს.
გამოძიებასთან დაკავშირებით უშაკოვის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. აღნიშნულის შემდეგ პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ უკანონო ქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.

ოპოზიცია მის გადადგომას ითხოვდა, თუმცა რიგის საკრებულომ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა. აპრილში ნილ უშაკოვი მინისტრის ბრძანებით გაათავისუფლეს. მიზეზი ქალაქის ხელისუფლების მუშაობასთან დაკავშირებით არსებული პრეტენზიები იყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...