რიგაში ახალი მერი აირჩიეს

რიგაში ახალი მერი აირჩიეს. ეს თანამდებობა ოლეგ ბუროვმა დაიკავა. ინფორმაციას სააგენტო Delfi ავრცელებს.

ბუროვს მხარი 60 ადამიანიდან 35-მა დაუჭირა. მისმა კონკურენტმა, „ლატვიის განვითარებისთვის“ პარტიის წევრმა, ვიესტურს ზეპსმა 15 ხმა მიიღო.
სააგენტოს ცნობით, კენჭისყრა ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, კანდიდატები ამ პერიოდის განმავლობაში შეკითხვებს პასუხობდნენ. აღნიშნულის შემდეგ, დებატები დაიწყო, რომელიც 1.5 საათს გაგრძელდა.
ბუროვმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ იგი „ნილ უშაკოვის კლონი არ იქნება ”.
ნილ უშაკოვი რიგის მერის თანამდებობას 2009 წლიდან იკავებდა, მაგრამ მაისის ბოლოს მას შემდეგ გადადგა, რაც ლატვიის რეგიონალური განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ფინანსური დარღვევების გამო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს. ნილ უშაკოვის ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი ხელმძღვანელი, დაინის ტურლაისი მერის თანამდებობაზე აირჩიეს.
თუმცა, მას სამი კვირაში უნდობლობა გამოუცხადეს და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...