რიჩარდ ოგბუნუჯუ: 26 წელია აქ ვცხოვრობ და იგივე სისტემა და იგივე ჩხუბებია

26 წელია მე აქ ვარ და იგივე სისტემაა, იგივე ჩხუბებია, არავინ არ უთმობს ყურადღებას მოსახლეობას, – ამის შესახებ “ჩვენი გაერთიანებული საქართველოს” თბილისის მერობის კანიდატმა არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართული დებატების დროს განაცხადა.

“26 წელია მე აქ ვარ და იგივე სისტემაა, იგივე ჩხუბებია, არავინ არ უთმობს ყურადღებას მოსახლეობას. აქ ხალხი გაჭირვებულია, ხალხი მშიერია. მესმის ლაპარაკობთ, რომ საქართველო ევროპაა, რომელ ევროპელობაზე ვლაპარაკობთ, ბავშვებს უკვე გამზადებული ჭერი ელოდებათ. ევროპის რომელ მოქალაქეს არ აქვს საჭმელი და არ აქვს მომავლის იმედი?! მე მინდა, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სამსახურები. ჩვენ უნდა შევქმნათ ინოვაციური პროექტები, ინფორმატიკა-ტექნოლოგიები. საქართველოს სჭირდება დაასაქმოს თავისი მოქალაქეები. თუ ეს არ გაკეთდა იგივე პრობლემა იქნება ხვალაც და 4 წლის შემდეგაც”, – განაცხადა რიჩარდ ოგბუნუჯუმ.

კომენტარები
იტვირთება...