რიჩარდ ოგბონუჯუ: საქართველო არის ბრილიანტი კავკასიის გული, მინდა, ნამდვილი კავკასია გაიცნოს მთელმა მსოფლიომ

ამის შესახებ „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა, არინზე რიჩარდ ოგბონუჯუმ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის 16-ივე კანდიდატებს შორის დებატები მიმდინარეობს.

„საქართველო არის ისტორია, უზარმაზარი ტრადიციების ქვეყანა და ფენომენია კავკასიაში, განსაკუთრებულია. საქართველო არის ბრილიანტი. უბრალოდ მინდა, ქვეყანა გაიცნოს მსოფლიოში, რადგან ნებისმიერ თეთრკანიან ადამიანს რომ კითხო ამერიკაში, ევროპაში, გეუბნებიან, კავკასიის ფესვი აქვსო, მაგრამ საქართველო არის კავკასიის გული, მინდა, ნამდვილი კავკასია გაიცნოს მთელმა მსოფლიომ“, – განაცხადა არინზე რიჩარდ ოგბონუჯომ.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ მისალმების შემდეგ დებატები დატოვა – “სულ კარგად ბრძანდებოდეთ” – ასე დაემშვიდობა კახა კალაძე

კომენტარები
იტვირთება...