რიჩარდ ნორლანდი: ხელისუფლება სახალხო დამცველის ანგარიშს სერიოზულად უყურებს

დღეს, ომბუდსმენმა საჯარო დებატები გამართა თემაზე „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა: მიღწევები და გამოწვევები“ რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშილი, აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორალნდი, შსს-ს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებები ესწებოდნენ.

აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლადმა „აიპრესთან“ განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშში ყველა ის მნიშვნელოვანი შენიშვნა არის ხაზგასმული, რაც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა შეისწავლოს. 

„პრინციპში კარგია, რომ ბატონმა უჩამ შეძლო დაეწერა ანგარიში, სადაც ხაზგასმული იყო მნიშვნელოვანი შენიშვნები. აუცილებელია სხვადასხვა ორგანიზაციებმა  და ხელისუფლებამ შეისწავლონ ეს შენიშვნები. ვფიქრობ, ჩვენც როგორც დამკვირვებლებმა შევნიშნეთ, რომ არსებობს კითხვები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად ოჯახში ძალადობაზე. პრინციპში ძალიან  მნიშვნელოვანია ის, რომ სახალხო დამცველის აპარატს შეუძლია დაწეროს ასეთი ანგარში.

როგორ მე მივხვდი ხელისუფლება ამ ანგარიშა სერიოზულად უყურებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია“.- განაცხადა აშშ-ს ელჩმა საქართველოში.  

ნორლანი თქმით, იგი ეთახმება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვლს, რომელმაც შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოში ქალთა მიმართა ძალადობა პრობლემური საკითხი. 

„მე ვეთანხმები პრეზიდენტს იმაში, რომ ქალთა მიმართ ძალადობა ეს არის დიდი პრობლემა. ეს სერიოზული საკითხია და მე ვეთანხმები მას“ 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...