რეზო მაღალაშვილი: თანამშრომლების ტრანსპორტირება თავისი სიმძიმით სახელფასო ფონდს უდრის

თანამშრომლების ტრანსპორტირება თავისი სიმძიმით სახელფასო ფონდს უდრის, – ამის შესახებ რუსთავი 2″-ის ეთერში “რითეილ გრუფ ჯორჯიას” დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.

“როგორც ჩვენ გვითხრეს, ტესტირების სიხშირე რისკჯგუფებზეა დამოკიდებული. ჩვენი კატეგორია არ გადის მაღალი რისკის ჯგუფებში. შესაბამისად 2 კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20% უნდა იყოს გატესტილი სწრაფი, ანტიგენტესტების მეშვეობით. ამის ლოგისტიკური ნაწილი სავაჭრო ცენტრებთან უკვე შეთანხმებულია. 1 მარტამდე სახელმწიფო აფინანსებს ამას, მერე უკვე ბიზნესს თავად მოუწევს ამის გაკეთება.

ტესტი დამატებითი ხარჯია, მაგრამ გასაგებია რატომაც ხდება ეს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შაბათ-კვირის შეზღუდვა დროულად მოიხსნას, რათა გაზრდილი ხარჯების გამკლავება შევძლოთ. მაგალითად ახლა ყველაზე დიდი ხარჯი თანამშრომლების ტრანსპორტირებაა, რომელიც თავისი სიმძიმით სახელფასო ფონდ უდრის. იმედი მაქვს, რომ სადღაც 10 დღეში გვეცოდინება, მივდივართ შემსუბუქებისკენ თუ არა”, – განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად