რეზო მაღალაშვილი: შეგვიძლია შაბათ-კვირასაც ვმართოთ რიგები და მხოლოდ დაშვებული რაოდენობა მივიღოთ

შეგვიძლია შაბათ-კვირასაც ვმართოთ რიგები და მხოლოდ დაშვებული რაოდენობა მივიღოთ, – ამის შესახებ რუსთავი 2″-ის ეთერში “რითეილ გრუფ ჯორჯიას” დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განაცხადა.

“ვინც დასაქმებულია, ის 19:00 საათამდე ძირითადად სამსახურშია, დისტანციურად ან ოფისში და გაუჭირდებათ ჩვენს ქსელებში მოსვლა, ხოლო მაშინ, როდესაც ამის საშუალება აქვთ, შაბათ-კვირას, ჩვენ დაკეტილები ვიქნებით.

ჩვენ არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერი რეგულაციებით შეგვიძლია მუშაობა, ზუსტად ისევე შეგვიძლია შაბათ-კვირასაც მხოლოდ დაშვებული რაოდენობა მივიღოთ მაღაზიებში, რიგები ვმართოთ და ა.შ. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ორგანიზებული რითეილი არ არის ერთადერთი სავაჭრო სფეროში და სავარაუდოდ, ეს არის ამის მიზეზი, რომ გარკვეული კომპანიები ამას შეძლებენ, თუმცა ნაკლებად ორგანიზებული სავაჭრო სფერო ამას ვერ შეძლებს.

ყოველ შემთხვევაში, იმედის მომცემი ის არის, რომ ეს არ არის გარანტირებულად, რომ პირველ მარტამდე არაფერი შეიცვლება, შესაძლებელია 1-2 კვირის ვადაში ეს გადაწყვეტილება გადაიხედოს, რისი დიდი იმედიც გვაქვს და არგუმენტირებულად დავუსაბუთებთ, რომ ეს ძალიან დიდ ეკონომიკურ შვებას მოგვცემს და საპირწონედ არ დააზიანებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, კონკრეტულად ჩვენს სფეროში,” – განაცხადა რეზო მაღალაშვილმა.

მისივე თქმით, გარკვეული რეგულაციები შემსუბუქდა. თუ აქამდე არსებული რეგულაციებით 20კვ/მ-ზე დაიშვებოდა ერთი ადამიანი, ახლა ორი ადამიანი დაიშვება და ამავე დროს აღდგება გამოსაცვლელი ოთახებიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად