რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი OSCAR-ზეა წარდგენილი

ლეგენდარული ქართველი მწერლის, თეატრისა და კინოს რეჟისორის რეზო გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით გადაღებული, ანიმაციური ფილმი OSCAR-ზეა წარდგენილი. ინფორმაცია OSCAR-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელდა.

როგორც ირკვევა, მულტფილმი წარდგენილია კატეგორიაში: “საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი, სახელწოდებით “REZO”.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ კატეგორიაში სულ 32 ფილმია წარდგენილი.

რეჟისორ ლევან გაბრიაძის სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის ორიგინალი სახელწოდებაა „იცი, დედა, სად ვიყავი?”.  ანიმაციური ფილმი ლევან გაბრაიძის მამის, რეზო გაბრიაძის მოთხრობებისა და ნახატების მიხედვით შეიქმნა.

“ოსკარის” ე.წ. Short list-ი 2020 წლის 13 იანვარს გახდება ცნობილი.

OSCAR-ის 92-ე დაჯილდოების ცერემონიალი კვირას, 9 თებერვალს, ჰოლივუდში Dolby Theater® at Hollywood & Highland Center®– ში გაიმართა და მას პირდაპირ ეთერში ტელეარხი ABC-ი  აჩვენებს. “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია ასევე დაახლოებით 225-ზე მეტი ქვეყნის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში იქნება.

რეზო გაბრიაძე საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორია;ასევე შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), სსრკ–ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ლაურეატი პრემიებისა: „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“ (1997, მოსკოვი), „ოქროს სოფიტი“ (1997, მოსკოვი), და ცარსკოე სელოს პრემიისა (1997, პეტერბურგი).

იგი ავტორია 35-ზე მეტი ფილმის, რომელთა შორისაა: “არაჩვეულებრივი გამოფენა” (ქართული ფილმი 1968), “სერენადა” (ქართული ფილმი 1968), “არ დაიდარდო” (მოსფილმი 1969), “ქვევრი” (ქართული ფილმი 1970), “ფეოლა” (ქართული ფილმი 1970), “შერეკილები” (ქართული ფილმი 1973), “მიმინო” (მოსფილმი 1977), “ქინძაძა” (მოსფილმი 1987) და სხვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად