რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა

84 წლის ასაკში მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა.

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე რეზო გაბრიაძე დაიბადა 1936 წელს ქუთაისში. ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, „არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში დაარსა მარიონეტების თეატრი. რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...