რეზინის ხელკეტები და ცრემლსადენი აირი – ჰონგ-კონგში არეულობის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდე რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი გამოიყენა. მანამდე, მათ სამართალდამცველების მისამართით პლასტმასის ბოთლების სროლა დაიწყეს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აქციის მონაწილეები ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებენ.

ათობით ათასი დემონსტრანტი ქალაქის საკანონმდებლო ხელისუფლების შენობასთან შეიკრიბა და კანონპროექტის გამო უკმაყოფილება გამოთქვა.

არეულობის დაწყებამდე, ზოგიერთი მომიტინგე, ქოლგის გამოყენებით, პოლიციას თავს დაესხა. საპასუხოდ, სამართადამცველებმა ისინი გააფრთხილეს, რომ ძალის გამოყენებას აპირებდნენ.
დემონსტრანტების დასაშლელად, უსაფრთხოების ძალებმა ცრემლსადენი აირი და ხელკეტები გამოიყენეს.

ხალხი პანიკაში იმყოფებოდა. ისინი პოლიციის მიერ გაშვებული ცრემლსადენი აირის შემდეგ გაქცევას შეეცადნენ.

ადგილობრივი მედიის თანახმად, შეტაკებების შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ადამიანის უფლებათა საკითხებში სამოქალაქო ფრონტი, რომელიც საპროტესტო აქციის ორგანიზებაში იყო ჩართული, აცხადებს, რომ ძალოვანმა უწყებამ საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...