რეჟისორი რეზო ესაძე გარდაიცვალა

ქართველი რეჟისორი, კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების ფაქტს კინორეჟისორის ოჯახის წევრები ადასტურებენ.

რეზო ესაძეს გადაღებული აქვს 11 ფილმი: „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“; „ნეილონის ნაძვის ხე“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრან პრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე); „საქორწილო საჩუქარი“; „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“; „ერთი ნახვით შეყვარება“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე); „წკიპურტები“; „ყოველ შაბათს“ (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად); „წამმზომი“; „ოთხი ფურცელი“; „ფრო“; „ერთხელ“.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1956 წელს; 1965 წელს კინემატოგრაფისტთა საკავშირო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი მოსკოვში.

1955-1957წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის კათედრის  უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ამავე უნივერსიტეტის იუმორისტული გაზეთის “ჭინჭრაქას” რედაქტორი. 1956-58წწ. იყო თბილისის 23-ე  საშუალო სკოლის ფიზიკისა და ასტრონომიის  მასწავლებელი. 1960 და 1974-1989წწ.  კინოსტუდია “ქართული ფილმის”, 1965-1974წწ. “ლენფილმის” რეჟისორი. 1972 წელს საქართველოს ტელეფილმების სტუდიის  რეჟისორი,1979-1989წწ. გაერთიანება “დებიუტის” მხატვრული ხელმძღვანელი. 1989 წლიდან ხელმძღვანელობს სტუდია “+1”-ს.   არის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სრული პროფ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად