რეჟისორი ჯოელ შუმახერი გარდაიცვალა

ცნობილი რეჟისორი ჯოელ შუმახერი 22 ივნისს, ნიუ-იორკში, 80 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ცნობით, შუმახერი რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა კიბოს.

ჯოელ შუმახერი დაიბადა 1939 წლის 29 აგვისტოს. მან დაიწყო კინო ინდუსტრიაში მუშაობა, როგორც კოსტუმების დიზაინერმა, მოგვიანებით კი დაიწყო სცენარების წერა.

შუმახერს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ფილმები, როგორიც არის “Batman Forever”, “Batman and Robin”, “Bad Company” და სხვა.

მან ასევე გადაიღო სატელევიზიო სერიები, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია Do Not Disturb: Hotel Horrors და “ბანქოს სახლის” რამდენიმე ეპიზოდი, რომელშიც კევინ სფეისი თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...