რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა

ცნობილი ქართველი რეჟისორი გოგი თოდაძე გარდაიცვალა.

გოგი თოდაძე ხელმძღვანელობდა სკოლა-სტუდია „ბერიკებს“, რომელმაც ქართული თეატრისა და კინოს ახალგაზრდა მსახიობთა თაობები აღზარდა.

იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი.

ათეული წლების განმავლობაში გოგი თოდაძე მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა.

ამ თეატრის სცენაზე დაიდგა მისი გახმაურებული სპექტაკლები „ეზოში ავი ძაღლია“ და „ნეაპოლი მილიონერთა ქალაქი“. რეჟისორი 90-მდე სპექტაკლის ავტორია, რომელიც სხვადასხვა თეატრის სცენაზე დადგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად