რეჟისორი დავით ანდღულაძე გარდაიცვალა

თეარტის ქართველი რეჟისორი დავით ანდღულაძე 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. რეჟისორის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.

დავით ანდღულაძე იყო “რკინის თატრის” დამფუძნებელი და მთავარი რეჟისორი. წლების განმავლობაში მუსაობდა “ახმეტელის” თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად.

1982-1985 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში რეჟისორად; 1985 წლიდან იყო მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. მარჯანიშვილის თეატრში მისი სარეჟისორო კარიერის მნიშვნელოვანი სპექტაკლი იყო „გრაალის მცველნი“.

დავით ანდღულაძე იყო „ხელოვნების ცენტრის“ დამფუძნებელი და დირექტორი, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...