რეჟისორ ოლივერ სტოუნს მიაჩნია, რომ დიკაპრიოსთვის პუტინის როლის შესრულება შესაფერისია

ამერიკელმა რეჟისორმა ოლივერ სტოუნმა The New York Post-თან ინტერვიუში ის მსახიობები დაასახელა, რომლებმაც მისი აზრით, შესაძლოა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის როლი შეასრულონ.

მისი განმარტებით, ერთ-ერთი სავარაუდო კანდიდატი შესაძლოა მსახიობი ჯერემი რენერი იყოს. თუმცა, რეჟისორის თქმით, რენერის გარდა, ვლადიმერ პუტინის როლი შესაძლოა ლეონარდო დიკაპრიომ შეასრულოს.

"დიკაპრიო შესაძლოა პუტინისავით გამოიყურებოდეს. მას ასევე შეუძლია ლენინი ითამაშოს", – განაცხადა ამერიკელმა რეჟისორმა. თუმცა, სტოუნმა ასევე დასძინა, რომ ის პუტინის შესახებ მხატვრული ფილმის გადაღებას არ აპირებს. რეჟისორის განმარტებით, მას ამის გამბედაობა არ ეყოფა.

ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნის მიერ ვლადიმერ პუტინის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმ The Putin Interviews-ს 12 ივნისს ტელეარხი Showtime აჩვენებს. რუსეთში მაუწყებლობის უფლება "პირველმა არხმა" შეიძინა. პრემიერამდე, ფილმიდან ეპიზოდები აჩვენეს. ერთ-ერთი მათგანში, რუსეთის ლიდერი მის სათვალთვალო სისტემაზე, ედვარდ სნოუდენთან ურთიერთკავშირზე, რუსეთის ნატო-ში გაწევრიანებასა და სხვა საკითხებზე საუბრობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად