რეჟისორ ბრაიან სინგერს არასრულწლოვნების გაუპატიურებაში სდებენ ბრალს

ოთხმა მამაკაცმა განაცხადა, რომ ფილმ “ბოჰემური რაფსოდიას” რეჟისორმა ბრაიან სინგერმა მათზე სექსუალურად იძალადა მაშინ, როდესაც ისინი არასრულწლოვანები იყვნენ. ამის შესახებ ჟურნალი The Atlantic წერს.

მასალის სამმა გმირმა ანონიმურობა არჩია. ორი მათგანი აცხადებს, რომ მათ ინტიმური ურთიერთობა რეჟისორთან 15 და 17 წლის ასაკში ჰქონდათ და რომ სინგერმა ამის შესახებ იცოდა. მესამე კი აცხადებს, რომ სინგერთან სექსუალური კავშირის დამყარებისას იგი 17 ან 18 წლის იყო, რომ ზუსტად არ ახსოვს.

მეოთხე მამაკაცი კი ვიქტორ ვალდოვივინოსია, რომელიც აცხადებს, რომ რეჟისორმა მასზე სექსუალურად 13 წლის ასაკში, საპირფარეშოში, ფილმის გადაღებებისას იძალადა.

არის თუ არა საუბარი ბრალის ოფიციალურად წაყენების შესახებ, მასალაში აღნიშნული არ არის. როგორც The Atlantic წერს, ჟურნალისტური გამოძიება 12 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის დროსაც ჟურნალისტები 50 წყაოს ესაუბრნენ.

თავად რეჟისორი უარყოფს ბრალდებებს. The Atlantic-ის სტატია კი მან ფილმ “ბოჰემური რაფსოდიის” წარმატებას დაუკავშირა, რომელიც ოსკარის 5 ნომინაციაზეა წარდგენილი.

ბრაიან სინგერის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უარყოფს ბრალდებებს.

2017 წელს ბრაინ სინგერს 17 წლის მოზარდის გაუპატიურებაში დასდეს ბრალი და მის წინააღმდეგ სარჩელიც იყო შეტანილი. ამ ბრალდებასაც უარყოფდა რეჟისორი. მსგავსი სარჩელი იყო შეტანილი რეჟისორის წინააღმდეგ 2014 წელსაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...