რევაზ დავითაძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

ტაილანდის ქალაქ პატაიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 89კგ წონით კატეგორიის ათლეტები ასპარეზობდნენ

საქართველოს ნაკრების წევრმა, რევაზ დავითაძემ პირველ მოძრაობაში 172კგ აიტაცა და მცირე ოქროს მედალს დაეუფლა.

მეორე მოძრაობაში რევაზ დავითაძემ 199კგ აკრა და და ორჭიდის ჯამში ნაჩვენები 371კგ-ით მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

პირველი ადგილზე სომეხი აკოფ მკრტჩიანი გავიდა – 375კგ (167+208), მეორეზე – ირანელი ალი მირი 374კგ (167+207)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად