რევაზ არველაძე: მიმაჩნია, რომ ენერგეტიკის სამინისტრო უნდა იქნას აღდგენილი

​საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე ენერგეტიკის სამინისტროს აღდგენას ითხოვს.

როგორც პარლამენტარმა პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ეკონომიკური ბლოკის მინისტრობის კანდიდატების მოსმენისას განაცხადა, მან აღნიშნულ საკითხზე წერილი მოამზადა, რომელსაც პრემიერ-მინისტრს გაუგზავნის.

“მე პირადად მიმაჩნია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმის დროს საკმაოდ სერიოზული შეცდომა იქნა დაშვებული, როდესაც გაუქმდა ენერგეტიკის სამინისტრო. მოვამზადე წერილი ამ მიმართულებით, რომ იქნას შესაბამისი ცვლილება განხორციელებული. ამ წერილს პრემიერს გადავცემ. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ენერგეტიკული უზრუნველყოფის გარეშე ვერც სატრანსპორტო სისტემა განვითარდება, ვერც ტურიზმი, ვერც განათლების რეფორმა განხორციელდება, და ვერც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა იქნება უზრუნველყოფილი. სწორედ ამ არგუმენტებიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ეს სამინისტრო უნდა იქნას აღდგენილი”-განაცხადა რევაზ არველაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად