Reuters: ტიხანოვსკაია იმედოვნებს, რომ ვილნიუსში ემანუელ მაკრონს შეხვდება

ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია იმედოვნებს, რომ ვილნიუსში ვიზიტის დროს შეხვდება საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. ამის შესახებ იუწყება Reuters, ტიხანოვსკაიას მრჩეველის მითითებით.

ორშაბათს, საფრანგეთის მთავრობის სპიკერმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მაკრონი, რომელიც 28-29 სექტემბერს ლიეტუვასა და ლატვიას ეწვევა, მზად არის, ვილნიუსში შეხვდეს ტიხანოვსკაიას, თუკი იგი ამას მოითხოვს.
გასულ კვირას, გაზეთ Le Figaro- სთვის მიცემულ ინტერვიუში, ტიხანოვსკაიამ გამოთქვა სურვილი, “რომ საფრანგეთმა დაიწყოს დიალოგი და შუამავლის როლი შეასრულოს ბელარუსის სიტუაციის მოგვარებაში”.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად