Reuters: შესაძლოა, აშშ-ის ეროვნულმა გვარდიამ კონგრესის დაცვა მაისადმე გააგრძელოს

კაპიტოლიუმის პოლიციამ პენტაგონს, კაპიტოლიუმის შენობის დაცვის მიზნით, ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების მისიის კიდევ ორი თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართა. იუწყება Reuters.

ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები კაპიტოლიუმის შენობას 6 იანვარს მომხდარი თავდასხმის შემდეგ იცავენ. ამ დროისთვის კაპიტოლიუმის შენობაში 5 200 ჯარისკაცია განლაგებული. მათი მისია 12 მარტს უნდა ამოწურულიყო.

ამავე დროს, გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის გამოქვეყნებულ ბიულეტენში ნათქვამია, რომ ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები, რომლებიც QAnon–ის შეთქმულების თეორიას იცავენ, 20 მაისს მიტინგის მოწყობას განიხილავენ.

ექსტრემისტებში არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ” ტრამპი, 20 მაისს, სამხედრო ძალების დახმარებით, ხელისუფლებაში დაბრუნდება”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...