Reuters: საფრანგეთმა, საავტორო უფლებების დარღვევის გამო, Google 500 მილიონი ევროთი დააჯარიმა

Reuters-ის ინფორმაციით, ჯარიმა უკავშირდება დროებითი ბრძანებების სრულად შეუსრულებლობას, რომელიც საფრანგეთის ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა კომპანიას ქვეყნის ახალი ამბების გამომცემლებთან დავაში მისცა.

მომდევნო ორი თვის განმავლობაში აშშ-ის ტექნოლოგიურმა გიგანტმა უნდა წარმოადგინოს წინადადებები იმის შესახებ, თუ როგორ აუნაზღაურებს სააგენტოებსა და სხვა გამომცემლებს მათი ახალი ამბების გამოყენებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანიას დამატებით ყოველდღიურად 900 000 ევროს ჯარიმის გადახდა მოუწევს.

კომენტარები
იტვირთება...