Reuters: საფრანგეთის ეკონომიკა უპრეცედენტო რეცესიას გადაურჩა

საფრანგეთის ეკონომიკას, წლის მეორე ნახევარში, მკვეთრი გაჯანსაღება ელის მას მერე, რაც, პირველ ნახევარში უპრეცედენტო რეცესია მოხდა. ამის შესახებ, საფრანგეთის სტატისტიკისა და ეკონომიკური კვლევების ეროვნულ ინსტიტუტზე დაყრდნობით Reuters-ი წერს.

მარტის შუა რიცხვებში, ევროზონაში, სიდიდით მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მთავრობამ შემოიღო რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი საკარანტინო რეჟიმი. ამასთან, ქვეყნის ეკონომიკამ, მაისში, შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, შეძლო შოკიდან გამოსვლა და აღდგენა.

ქვეყნის სტატისტიკის სამსახურის თანახმად, საფრანგეთის მშპ მეორე კვარტალში 17 პროცენტით დაეცა წინა წელთან შედარებით. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ივლის-სექტემბერში ეკონომიკა აღდგება 19 პროცენტით, ასევე ოქტომბერ-დეკემბერში კიდევ სამი პროცენტით. წლის ბოლოს კი, იგი ცხრა პროცენტით შემცირდება.

ივნისის დასაწყისში, ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა ნაკლებად პოზიტიური პროგნოზი კრიზისის შესახებ. სააგენტოს ცნობით, მშპ-ის ვარდნა 2020 წლისთვის იქნება 11 პროცენტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად