Reuters: საფრანგეთი არავაქცინირებული პირებისთვის ქვეყანაში შესვლას ამკაცრებს

საფრანგეთი ვაქცინირებული პირებისთვის ქვეყანაში შესვლის პირობებს ამსუბუქებს, არავაქცინირებულებისთვის კი პირიქით, ამკაცრებს. იუწყება Reuters.

გაერთიანებული სამეფოდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, კვიპროსიდან, ნიდერლანდებიდან და საბერძნეთიდან საფრანგეთში ჩასვლის მსურველებმა, 18 ივლისიდან საზღვარზე უნდა წარადგინონ COVID19-ის ნეგატიური ტესტი, რომელიც ჩატარებული იქნება გამგზავრებამდე არაუგვანეს 24 საათისა.

10-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ ტუნისიდან, მოზამბიკიდან, კუბიდან და ინდონეზიიდან შესვლის მსურველ მგზავრებს, რომლებმაც მოგზაურობის მიზეზიც უნდა განმარტონ და უარყოფითი ტესტის პასუხიც წარადგინონ.

რაც შეეხება სრულადვაქცინირებულ პირებს, თუკი ისინი აცრილნი არიან “ფაიზერის“, „მოდერნას“, „ასტრაზენეკას“ , „ჯონსონ ენდ ჯონსონის” ვაქცინებით, მაშინ ქვეყანაში შესვლისას ტესტის უარყოფითი პასუხების წარდგენა საჭირო აღარ იქნება.

კომენტარები
იტვირთება...