REUTERS: საბერძნეთმა კრედიტორების პირობებზე უარი თქვა

დღეს საბერძნეთში წყდება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი – მიიღებს თუ არა კრედიტორების მოთხოვნას და გააგრძელებს ეკონომიას, თუ უარს იტყვის ევროკავშირის 3 ქვეყნის წინადადებაზე. 

საინფორმაციო სააგენტო Reuters საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის ეგზიტპოლების შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, საბერძნეთის მოსახლეობის უმრავლესობამ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნებზე უარი თქვა.

სააგენტოს ცნობით, კრედიტორთა მოთხოვნების წინააღმდეგი 49.5%-დან 54.5%-ია, კრედიტორების მოთხოვნებს მხარს უჭერს მოსახლეობის 45.5%-დან 50.5%-მდე. რეფერენდუმი დღეს 19.00 საათზე დასრულდა.

ოფიციალური შედეგების ნაწილი დღეს, დაახლოებით 1 საათში გამოქვეყნდება. მინისტრთა კაბინეტში სურთ, რომ მოსახლეობამ უარი თქვას კრედიტორების პირობებზე და პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ საბერძნეთი კრედიტორების პირობებს არ დათანხმდება, ამას ევროკავშირიდან საბერძნეთის გაძევება მოყვება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად