Reuters: ბუნდესლიგა სავარაუდოდ 15 მაისიდან განახლდება, ზომების შემსუბუქება სხვა სფეროებშიც იგეგმება

გერმანიის საფეხბურთო ჩემპიონატი – ბუნდესლიგა და ბუნდესლიგა 2 სავარაუდოდ 15 მაისიდან განახლდება, – ამ ინფორმაციას გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

როგორც მედიაორგანიზაცია წერს, საბოლოოდ გადაწყვეტილება ხვალ, ოთხშაბათს გამოცხადება. კონკრეტულად კი ის, რომ გერმანიის ჩემპიონატი 15 მაისს გამოქვეყნდება თუ მისი განახლება კიდევ გადაიწევს. სააგენტო აქვე აღნიშნავს, რომ სტადიონებზე მკაცრი პირობები იქნება და მატჩების მაყურებლის გარეშე ჩატარდება. ამასთან გერმანიამ დაიწყო ფეხბურთელების მასობრივი ტესტირება და ეს რეგულარული ხასიათის იქნება.

გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერმა უნდა გამოაცხადოს. თუმცა, საუბარი არა მხოლოდ სპორტის შესახებაა, არამედ ზომების შემსუბუქების მეორე ეტაპზე, მათ შორის დიდი მაღაზიების გახსნაზე, ვინაიდან პატარა მაღაზიები უკვე დაუბრუნდნენ ბიზნესსაქმიანობას. ასევე იგეგმება არაპროფესიონალური და ბავშვთა სპორტის სახეობების გახსნაც. Reuters-ის ცნობით, გადაწყვეტილებას უკვე აუნთეს მწვანე შუქი მხარეების პრემიერებმა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო მთელ მსოფლიოში გაჩერებულია სპორტის სახეობები მცირე გამონაკლისების გარდა. ევროპაში კორონავირუსის პანდემია ნელ-ნელა სტაბილურდება, შესაბამისად ქვეყნები  ზომების შემსუბუქებას იწყებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად