REUTERS: ბაშარ ასადის გადადგომის შემთხვევაში, რუსეთს შეიძლება სანქციები მოეხსნას

პარიზის კლიმატის სამიტის ფარგლებში, ვლადიმერ პუტინისა და ბარაკ ობამას შეხვედრამ დახურულ კარს მიღმა ჩაიარა. უცხოური საინფორმაციო სააგენტოების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა 30 წუთს გაგრძელდა და ლიდერებმა შეხვედრაზე სირიისა და უკრაინის საკითხები განიხილეს.

ბარაკ ობამამ მწუხარება გამოთქვა რუსული "სუ-24"-ის ინციდენტთან დაკავშირებით. სირიასთან დაკავშრებით კი, ბარაკ ობამამ აღნიშნა, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა უნდა დატოვოს თანამდებობა და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ ცვლილებებში, – აღნიშნულის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

აღნიშნული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში კი, რუსეთს შეიძლება სანქციები მოეხსნას, – წერს Reuters-ი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად