Reuters: ბაიდენის ადმინისტრაცია თალიბებთან დადებული სამშვიდობო შეთანხმების გადახედვას აპირებს

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს გადახედოს ვაშინგტონისა და რადიკალური თალიბების მოძრაობის წარმომადგენლებს შორის 2020 წელს მიღწეულს შეთანხმებებს. იუწყება Reuters.

სააგენტოს ცნობით, ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების თანაშემწე ჯეიკ სალივანმა სატელეფონო საუბარში ავღანეთის ოფიციალურ პირს შეატყობინა აშშ-ის ადმინისტრაციის გეგმების შესახებ.

2020 წლის თებერვალში შეერთებულმა შტატებმა და თალიბებმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო ხელშეკრულებას დოჰაში. როგორც შემდეგ გამოცხადდა, შეთანხმებების თანახმად, შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და კოალიცია  14 თვის განმავლობაში ავღანეთიდან ყველა ჯარის გაყვანას აპირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად