Reuters: ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ თალიბანმა შეტევები განაახლა

სროლები რაიონში დღეს დილითაც მიმდინარეობდა, რის გამოც ადგილობრივი მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა.

თალიბანმა შეტევები ავღანეთიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ განაახლა. ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ჯარების გაყვანის პროცესი მიმდინარე წლის 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.

ჰელმანდის პროვინციის საბჭოს ხელმძღვანელის, ათაულა ავღანის განცხადებით, თალიბანმა მსხვილმასშტაბიანი შეტევა რამდენიმე მიმართულებით განახორციელა და ლაშქარგაჰის რეგიონში რამდენიმე პოზიცია დაიკავა. თუმცა, ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა ავიადარტყმებისა და რაიონში ელიტარული დანაყოფის, „კომანდოსის“ გადასროლის შედეგად აჯანყებულთა შეტევა მოიგერიეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...