Reuters: აშშ-ს ვენესუელელ სამხედროებთან მჭიდრო კავშირი აქვს

შეერთებული შტატები ვენესუელელ სამხედროებთან უშუალო კონტაქტს ინარჩუნებს და მათ მოუწოდებს, მოქმედი პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს მხარდაჭერაზე უარი თქვან. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” თეთრ სახლში უცნობი მაღალი რანგის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს განცხადებით, ვაშინგტონი ელოდება, რომ ვენესუელელი სამხედროები ოპოზიციის ლიდერის ხუან გუაიდოს მხარეს გადავლენ, რომელსაც სახელმწიფოები ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებენ.

ჯერჯერობით, ხუან გუაიდოს მხარეს მხოლოდ რამდენიმე სამხედრო მოსამსახურე გადავიდა, მათ შორის აშშ-ში ვენესუელის სამხედრო ატაშე ხოსე ლუის სილვა და ვენესუელის საჰაერო ძალების გენერალი, ფრანცისკო იანეს როდრიგესი.

“ჩვენ კვლავაც ვთანამშრომლობთ მადუროს რეჟიმის წევრებთან, სამხედროებთან, თუმცა ეს საუბრები ძალზე შეზღუდულია”, – განაცხადა მან.

თუმცა, წყარომ მიმდინარე საუბრების დეტალებზე და დონეზე, სადაც ისინი იმყოფებიან, არ ისაუბრა.

26 იანვარს საფრანგეთმა, გერმანიამ, ესპანეთმა და დიდ ბრიტანეთმა განაცხადეს, რომ თუ რვა დღის განმავლობაში ვენესუელაში ახალი არჩევნები არ გამოცხადებოდა, ისინი  ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს ვენესუელის პრეზიდენტად აღიარებდნენ.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად თავი 23 იანვარს, პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ კარაკასში გამართულ აქციაზე გამოაცხადა.

დღემდე, ოპოზიციის ლიდერი ლეგიტიმურ ლიდერად უკვე აღიარა შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ლათინური ამერიკის ქვეყნებმა.რუსეთი ნიკოლას მადუროს რეჟიმს უჭერს მხარს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...