Reuters: აშშ ჩინეთთან სტაბილური და კონსტრუქციული ურთიერთობისკენ ისწრაფვის

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ აშშ ისწრაფვის ჩინეთთან სტაბილური და კონსტრუქციული ურთიერთობისკენ. ამის შესახებ სამშაბათს Reuters–მა იუწყება.

“ჩვენ არ ვეცდებით დაპირისპირებას. მე მზად ვარ ჩინეთთან კონსტრუქციული, სტაბილური ურთიერთობის მიღწევისათვის, მათ შორის, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიასთან კრიზისულ სიტუაციებში კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობისთვის”, – თქვა ოსტინმა.

როგორც სააგენტო განმარტავს, ქვეყნებს შორის ურთიერთობა “ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა”. ვაშინგტონის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ პეკინთან დაპირისპირება “ამ საუკუნის მთავარ გეოპოლიტიკურ გამოწვევად” შეაფასა.

კომენტარები
იტვირთება...