Reuters: ამერიკამ ირანის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა შეცვალა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის წინააღმდეგ სანქციები არ დააწესოს. ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” სიტუაციასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა 24 ივნისს გამოაცხადა, რომ ზარიფი მალე სანქციების ე.წ. შავ სიაში იქნებოდა.
თუმცა, სააგენტოების წყაროები აღნიშნავდნენ, რომ ირანის მთავარი მომლაპარაკებლის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ალოგიკური იქნებოდა, ვინაიდან ვაშინგტონს დიპლომატიური ძალისხმევის გამოყენებით თეირანთან ბირთვული პროგრამისა და სხვა პრობლემების მოგვარება შეეძლო.
„საღმა აზრმა გაიმარჯვა. მიგვაჩნია, რომ სანქციების „შავ სიაში“ ზარიფის შეყვანა სასარგებლო არ იქნება “, – აცხადებს სააგენტოს ერთ-ერთი წყარო.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, მომავალ კვირას, ზარიფი ნიუ-იორკში გაერო-ში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე შეხვედრას დაესწრება. ვაშინგტონმა ზარიფისთვის ვიზა უნდა მოამზადოს, რაც კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ შეერთებული შტატები ჯერჯერობით მის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარს აცხადებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად